Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 43 ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება. 1. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი. 2. ავტორი ვალდებულია პირადად შექმნას ნაწარმოები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ნაწარმოების შექმნაში სხვა პირის (პირების) ჩართვა დასაშვებია მხოლოდ შემკვეთის თანხმობით. 3. შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მოწონების ანდა ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მისი დაწუნების ან მასში შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ. 4. თუ ავტორს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, ნაწარმოები შემკვეთის მიერ მოწონებულად ითვლება. 5. ავტორისათვის ავანსის გადახდის წესი, ვადა და ავანსის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით. 6. ბათილია ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას მომავალში შექმნას ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში. 7. ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომელიც შეიძლება მომავალში შექმნას ავტორმა. |