Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 16 ვალდებულება ფასთან მიმართებით. 1. შესწავლა შეიძლება წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების გარეშე შეჩერდეს ან შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი წერილობითი ფორმით აიღებს ნებაყოფლობით ვალდებულებას (შემდგომ − ვალდებულება), გადახედოს შესწავლის ობიექტის დადგენილ ფასს ან შეწყვიტოს შესწავლის ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტი, და ვალდებულების ანალიზის შედეგად შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ მისი მიღება აღმოფხვრის დემპინგური იმპორტით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების თანახმად, შესწავლის ობიექტის გაზრდილი ფასი დემპინგურ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ფასი დემპინგურ ზღვარზე დაბალი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ზრდა საკმარისია დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. |
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 16 3. ვალდებულების აღება ექსპორტიორს შეიძლება შესთავაზოს შესწავლის ორგანომ, მაგრამ ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღება ნებაყოფლობითია. ის გარემოება, რომ ექსპორტიორს არ შესთავაზებენ ვალდებულების აღებას ან ის არ აიღებს ვალდებულებას, არ აბრკოლებს შემთხვევის განხილვას. შესწავლის ორგანო თვითონ განსაზღვრავს, რომ დემპინგური იმპორტის გაგრძელების შემთხვევაში იარსებებს ზიანის მიყენების საფრთხე. |