FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1611

ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა.
1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია (მიწოდება) იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება:
    ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება;
    ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
    გ) სეს ესნ-ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და სეს ესნ-ის 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება;
    დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1611

2. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (გადახდისუუნარობის მასის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა, დღგ-ით არ იბეგრება:
    ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება;
    ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
    გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება;
    დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდება.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
    ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება) მოიცავს დღგ-ის თანხას;
    ბ) საქონლის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის 170-ე−172-ე მუხლების, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკანონმდებლო ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქონლის მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1611

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.