Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 26 ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციების დელეგირება. 1. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირებამდე სულ მცირე 10 დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობებს საზედამხედველო ორგანოს; ბ) ლიცენზირებულ ან რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია დაასაბუთოს, რომ ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს; გ) ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება საფრთხეს არ უქმნის ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ეფექტიან ზედამხედველობას, კერძოდ, მის მიერ ინვესტორების საუკეთესო ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას; დ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მესამე პირზე შესაბამისი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება გათვალისწინებულია საინვესტიციო ფონდის პროსპექტით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 26 ე) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის დელეგირება ხორციელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს აქტივების მართვის უფლებამოსილება და რომელიც სათანადო ზედამხედველობას ექვემდებარება; ვ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირზე დელეგირებისას არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; ზ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია მესამე პირზე დელეგირებულ ნებისმიერ ფუნქციასთან (ფუნქციებთან) მიმართებით ინარჩუნებს მითითებების გაცემისა და შესაბამისი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლებას; ზ-1) დაცულია აგენტსა და აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; თ) პორტფელის მართვისა და რისკების მართვის ფუნქციების დელეგირება არ ხორციელდება: თ.ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან დელეგირების საფუძველზე მოქმედ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შემსრულებელ პირზე; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 26 თ.ბ) ნებისმიერ მესამე პირზე, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი აქტივების მმართველ კომპანიასთან ან ერთეულის მფლობელებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის დელეგირებას ახორციელებს რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია და მესამე პირს პორტფელის მართვისა და რისკების მართვის ფუნქციები განცალკევებული აქვს როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან, იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის; ი) მესამე პირს, რომელზედაც ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება ხორციელდება, ამ ფუნქციის (ფუნქციების) სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლია მისი (მათი) შესრულება და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება გავლენას არ ახდენს ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობაზე. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 26 3. დაუშვებელია ლიცენზირებულმა ან რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ განახორციელოს მესამე პირზე ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის დელეგირება და თავად ფუნქციების გარეშე დარჩეს. 4. ამ მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ/რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს შემთხვევები, როდესაც ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საკუთარი ფუნქციის დელეგირების განსახორციელებლად საჭირო იქნება საზედამხედველო ორგანოს თანხმობა. |