FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  22

ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები.
1. ინვესტორისა და კრედიტორის მოთხოვნების უფლებები ვრცელდება მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებზე, თუ შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ეს უფლებები სეკიურიტიზაციის განყოფილებას უკავშირდება ან სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა, ისინი ვრცელდება მხოლოდ ამ განყოფილების აქტივებზე.
2. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) უფლება აქვს, გამოუშვას სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტები (მათ შორის, ტრანშირების მეშვეობით), რომელთა ღირებულება ან შემოსავლიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ სეკიურიტიზაციის განყოფილებასთან (განყოფილებებთან), აქტივებთან ან რისკებთან ან რომელთა დაფარვა დამოკიდებულია სხვა ინსტრუმენტების, გარკვეული კატეგორიის მოთხოვნების, აქციების, წილების ან ერთეულების დაფარვაზე, თუ ეს გათვალისწინებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით/სახელშეკრულებო პირობებით.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  22

3. ნებისმიერი განსხვავებული პირობის მიუხედავად, თუ სეკიურიტიზაციის კომპანიას გამოშვებული აქვს სხვადასხვა კლასის წილები/აქციები, მათგან გამომდინარე შესაბამისი ხმის უფლება განთავსებულ კაპიტალში აღნიშნული წილების/აქციების ხვედრითი წილის პროპორციულად განისაზღვრება. სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე შესაბამისი ხმის უფლება (ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მთლიან ვალში მათი ხვედრითი წილის პროპორციულად.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  22

4. სადამფუძნებლო დოკუმენტი ან ნებისმიერი ხელშეკრულება (მათ შორის, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობები/სახელშეკრულებო პირობები), რომლის მხარეც არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორი), შეიძლება ითვალისწინებდეს პირობებს, რომელთა საფუძველზედაც პარტნიორები/პაის მფლობელები, ინვესტორები ან/და კრედიტორები თანხმობას აცხადებენ, თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება დაუქვემდებარონ მათზე უპირატესად სხვა პარტნიორების/პაის მფლობელების, ინვესტორების ან/და კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, ან/და ისინი უარს ამბობენ თავიანთ უფლებაზე (ან თანხმდებიან მის შეზღუდვაზე), მოითხოვონ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედება (მათ შორის, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რეჟიმის ამოქმედების შესახებ) ან მისი აქტივების მიმართ ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. ამ პირობების საწინააღმდეგოდ აღძრული ნებისმიერი წარმოება დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  22

5. სადამფუძნებლო დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლის საფუძველზედაც  სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი ერთ-ერთი განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედების მოთხოვნის (მათ შორის, რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღების) უფლება მიენიჭება რომელიმე კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს, ნებისმიერი სხვა პირის (მათ შორის, პარტნიორის) გამორიცხვით.
6. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ინიციატორს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ რეჟიმის მიმდინარეობისას კრედიტორთა დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილ აქტივებზე ან მათ ნაწილზე სრული უფლება ინიციატორს გადაეცემა.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  22

7. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობების/სახელშეკრულებო პირობების შესრულება სავალდებულოა სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორისთვის), შესაბამისი ინვესტორისა და მესამე პირისთვის, მათ შორის, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ერთი ან ერთზე მეტი განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, იმ კრედიტორთა უფლებების გათვალისწინებით, რომლებზედაც აღნიშნული პირობები არ ვრცელდება. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ პირობაზე, რომელზედაც კრედიტორები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით თანხმდებიან.