FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  75

პარტნიორთა წილების გამოსყიდვა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს.
1. პარტნიორს, რომელმაც საერთო კრებაზე ხმა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის საწინააღმდეგოდ მისცა, უნდა მიეცეს ამ კრების ჩატარებიდან 20 დღის ვადა, რათა სამეწარმეო საზოგადოებას წერილობით მიმართოს თავისი წილის გამოსყიდვის მოთხოვნით.
2. პარტნიორებს, რომლებმაც ამ კანონის საფუძველზე მოითხოვეს წილების გამოსყიდვა, სამეწარმეო საზოგადოებამ წილების სანაცვლოდ სამართლიანი ფასი უნდა გადაუხადოს. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ აქციების გამოსასყიდი ფასის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და პარტნიორს უნდა აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 20 დღის განმავლობაში, ხოლო წილების გამოსასყიდად თანხა გადახდილი უნდა იქნეს წილების გამოსასყიდი ფასის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სამეწარმეო საზოგადოება უფლებამოსილია რეორგანიზაციიდან 1 წლის განმავლობაში გაყიდოს გამოსყიდული წილები პარტნიორთა მიერ უპირატესი შესყიდვის უფლებით ან მიიღოს გადაწყვეტილება გამოსყიდული წილების გაუქმების შესახებ.
მეწარმეთა შესახებ

article  75

3. პარტნიორს, რომელიც არ არის თანახმა თავისი წილის გამოსყიდვის ფასზე, უფლება აქვს, წილის გამოსასყიდი ფასის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს წილის სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით. ამ უფლების გამოყენების შედეგად პარტნიორი კარგავს ყველა უფლებას თავის წილზე, გარდა მის სანაცვლოდ სამართლიანი ფასის მიღების უფლებისა. სასამართლო განხილვის დროს რეორგანიზაციის პროცესი არ ჩერდება.
4. თუ სასამართლოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი დაადგენს, რომ პარტნიორის წილის ღირებულება სამეწარმეო საზოგადოების მიერ შეთავაზებული ღირებულების ტოლია ან მასზე ნაკლებია, დამოუკიდებელი აუდიტორის ხარჯებს პარტნიორი აანაზღაურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხარჯები სამეწარმეო საზოგადოებას დაეკისრება. თუ სასამართლოს მიერ დადგენილი წილის ღირებულება სამეწარმეო საზოგადოების მიერ შეთავაზებულ ღირებულებაზე მეტია, სამეწარმეო საზოგადოებამ ყველა პარტნიორის წილები იმავე, მეტი ღირებულებით უნდა გამოისყიდოს.
5. სამეწარმეო საზოგადოებამ პარტნიორის წილი უნდა გამოისყიდოს სასამართლოს მიერ მისი ღირებულების დადგენიდან 30 დღის ვადაში.
6. სამეწარმეო საზოგადოებასა და პარტნიორებს შორის შეთანხმებით წილის გამოსყიდვის ვადა შეიძლება გაიზარდოს წილის გამოსასყიდი ფასის დადგენიდან არაუმეტეს 3 თვისა.