Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 3 ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა. 1. ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელი ან ამ სახელის შემცველი დასახელება ან სხვა აღნიშვნა, რომელიც აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი; ბ) რომლის ხარისხი ან მახასიათებლები, მთლიანად ან ძირითადად, განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული არეალის გარემოთი (ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორების ჩათვლით), რომელმაც განსაზღვრა საქონლის რეპუტაცია; გ) რომლის წარმოება, გადამუშავება და დამზადება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში ხდება. 2. გეოგრაფიული აღნიშვნა არის აღნიშვნა, რომელიც შეიცავს გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელს ან სხვა აღნიშვნას, რომელიც ამ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი; ბ) რომლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები, ძირითადად, მისი გეოგრაფიული წარმოშობითაა განპირობებული; გ) რომლის წარმოების ერთი ეტაპი მაინც ხორციელდება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გეოგრაფიული ადგილი (არეალი) შეიძლება შედგებოდეს ადგილისგან, რეგიონისგან ან ქვეყნის მთელი ტერიტორიისგან. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 3 4. ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და, ტრადიციულად, კონკრეტულ ადგილას გამოიყენებოდა, საქპატენტი აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს ანიჭებს. ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე ისეთ აღნიშვნას, რომელიც ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის შემდეგ აღარ დააკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს. ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისთვის აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების პროცედურა განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. |