Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 7 ანგარიშსწორების ანგარიშების დაცვა. 1. ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს ან/და ანგარიშსწორების აგენტს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ანგარიშსწორების ანგარიშებისა და მათზე განთავსებული ფულადი სახსრების და ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ. 3. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით შეაჩეროს ოპერაციები სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს სისტემის მონაწილის ან/და ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებით. |