Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ვაზისა და ღვინის შესახებ article 32 ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მისათითებლად ნებადართული ინფორმაცია. 1. ნებადართულია, ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ვაზის ჯიშის/ჯიშების დასახელება, თუ პროდუქტის არანაკლებ 85%-ის საწარმოებლად გამოყენებულია აღნიშნული ვაზის ჯიშის/ჯიშების ყურძენი; გ) ღვინის შემთხვევაში – მოსავლის წელი, თუ ღვინის არანაკლებ 85% წარმოებულია აღნიშნულ წელს მოყვანილი ყურძნისგან; დ) ამ კანონით გათვალისწინებული ღვინის/სპირტიანი სასმლის ფერის, შაქრიანობის, დამზადების მეთოდის მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება; ე) ქართული ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ღვინო“; ვ) ცქრიალა ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ტრადიციული მეთოდი“, თუ ცქრიალა ღვინო ბოთლური მეთოდითაა წარმოებული; ზ) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა ღვინის ხის კასრში დადუღების ან/და დავარგების შესახებ, თუ ღვინო ხის კასრში დადუღდა ან/და დავარგდა; |
ვაზისა და ღვინის შესახებ article 32 ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მისათითებლად ნებადართული ინფორმაცია. . . ი) ბრენდის შემთხვევაში – ბრენდის ასაკი ან დავარგების მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება ან შესაბამისი კატეგორიისთვის დადგენილი აღნიშვნები; კ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის თვისებრიობის, წარმოშობის ადგილის, მოსავლის წლის, მწარმოებლის, ტიპის, სტილის ან/და სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარ წარმოდგენას არ შეუქმნის. 2. დასაშვებია, ექსპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორის მოთხოვნის შესაბამისად. |