FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

article  0

საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობამ, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ და პირველი მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა თითოეულმა ნავთობკომპანიამ დადო (ქვემოთ განსაზღვრული) პროექტთან დაკავშირებული რამდენიმე ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის შესახებ და ამ საშუალებებით საქართველოს ტერიტორიაზე, ტერიტორიის გავლით და ტერიტორიიდან ნავთობის მიღების, მიწოდების, იმპორტის, გადაქაჩვის, შენახვის, მართვის, გასაღების, გაყიდვისა და ექსპორტირების შესახებ (შემდგომში „პროექტი“). პროექტი ითვალისწინებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ ყველა იმ საჭირო მოქმედების შესრულებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება, ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულება და მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში: „პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები“) შევიდეს კანონიერ ძალაში.
საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

article  0

საქართველოს კონსტიტუციის 65.2 (ე) მუხლის შესაბამისად აუცილებელია ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად ცვლილებების შეტანა მოქმედ კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე: