FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  141

პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველი და ფორმა.
1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა იგზავნება გადაუდებელ შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე.
2. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
    ა) ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების არსებობის თაობაზე, მსჯავრდებულის შემთხვევაში − კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შესახებ;
    ბ) მითითება იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა დამატებით იქნება წარდგენილი;
    გ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა დანაშაულისთვის იქნება მოთხოვნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ექსტრადიცია;
    დ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, დანაშაულის ჩადენის/შესაძლო ჩადენის ადგილისა და დროის მითითებით;
    ე) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შეძლებისდაგვარად ზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემები.