Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეწარმეთა შესახებ article 174 სპეციალური აუდიტორის დანიშვნა. 1. სააქციო საზოგადოება ვალდებულია აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების მიმართვისა და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. ამისთვის იგი ნიშნავს სპეციალურ აუდიტორს. 2. აქციონერს, რომლის ინტერესსაც ეხება სააქციო საზოგადოების სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმება, ხმის უფლება არ აქვს. 3. თუ საერთო კრება უარს იტყვის სპეციალური აუდიტორის დანიშვნაზე სააქციო საზოგადოების იმ სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმების განსახორციელებლად, რომლის შემდეგ 5 წელზე მეტი არ გასულა, სპეციალურ აუდიტორს აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების განცხადების საფუძველზე ნიშნავს სასამართლო, თუკი არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სამეურნეო მოქმედების განხორციელებისას კანონი ან წესდება უხეშად დაირღვა. |
მეწარმეთა შესახებ article 174 4. თუ საერთო კრება სპეციალურ აუდიტორს დანიშნავს, აქციების სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერების განცხადების საფუძველზე სასამართლომ შეიძლება ჩაანაცვლოს საერთო კრების მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორი, თუკი მას არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია ან არსებობს ეჭვი მის მიუკერძოებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის ვადაა 14 დღე, რომელიც აითვლება საერთო კრების ჩატარების თარიღიდან. 5. სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას ეკისრება სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური აუდიტორისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. 6. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან ითანამშრომლონ სპეციალურ აუდიტორთან, მათ შორის, მისცენ მას სააქციო საზოგადოების დოკუმენტაციის, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მარაგების შემოწმების შესაძლებლობა და მიაწოდონ ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია. |
მეწარმეთა შესახებ article 174 7. თუ სასამართლოს მიერ სპეციალური აუდიტორის დანიშვნა განმცხადებელთა მიერ სასამართლოსთვის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას ეფუძნებოდა, განმცხადებლებს ეკისრებათ სააქციო საზოგადოებისთვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. 8. სპეციალურმა აუდიტორმა სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წერილობითი დასკვნა უნდა შეადგინოს. ამ დასკვნაში უნდა აისახოს აგრეთვე ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება სააქციო საზოგადოების ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, მაგრამ რომელთა გაცნობა აუცილებელია საერთო კრების მიერ შემოწმებული სამეურნეო მოქმედების შესაფასებლად. 9. სპეციალურმა აუდიტორმა თავის მიერ ხელმოწერილი დასკვნა დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. ეს დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ აღნიშნული დასკვნა სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარუდგინოს და მისი განხილვის საკითხი მორიგი საერთო კრების დღის წესრიგში უნდა შეიტანოს. |