FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  187

განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
1. მოსამართლე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. ამ განჩინებაში უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ის, რომ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია თავის განჩინებაში მიუთითოს, თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე ის, თუ როგორ უნდა იქნეს თავიდან აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სასამართლოსთვის იმავე სარჩელით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში მითითებული არ ყოფილა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საფუძველი აღნიშნული განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა/გამოვლინდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  187

2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
3. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.