FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  4

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზნები და პრინციპები.
1. ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების, მათ შორის, მედიაწიგნიერების განვითარების, ხელშეწყობა.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად:
    ა) საქმიანობისას და მიღებული შედეგების გამოყენებისას იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა;
    ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში მონოპოლიური მდგომარეობის დაუშვებლობა და მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია;
    გ) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება;
    დ) ავტორიზებული პირებისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობისას ექსკლუზიური ხელშეკრულებების დადების დაუშვებლობა;
    ე) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების დანერგვის, ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვისა და ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა;
    ვ) მომსახურების სახეების გაფართოებისა და ტექნიკური ნორმების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა;
    ზ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა;
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  4

თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საერთაშორისო ინტეგრაცია;
    ი) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა;
    კ) კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭვირვალობა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი;
    ლ) მედიაწიგნიერების განვითარება.