Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 11 განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. . . 2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული გზშ-ის ანგარიში; ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები; |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 11 განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. . . . გ) მოთხოვნა ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 11 განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. 1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით განხილვას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 11 განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. . . . . ე) ამ ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები. 3. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 1 დღის ვადაში ამ განცხადებას უგზავნის ცენტრს. ცენტრი აღნიშნული განცხადების მიღებიდან 4 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის განთავსებას, აგრეთვე ამ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 11 განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. . . . . . 4. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ერთი განცხადებით მოითხოვოს ამ კოდექსით გათვალისწინებულ რამდენიმე საქმიანობასთან დაკავშირებით ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები არსებითად ურთიერთდაკავშირებულია. 5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად გადაიხდევნება გზშ-ის მოსაკრებელი. მოსაკრებლის ოდენობა 500 ლარია. მოსაკრებლის გადახდის წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით. |