Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნარჩენების მართვის კოდექსი article 401 სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა. 1. შეგროვებული და დროებით შენახული სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენების გამგზავნის მიერ სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დაწყებამდე შესაბამის ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. სახიფათო ნარჩენების გადამზიდველისა და მიმღების მიერ შესაბამის ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 4. ნარჩენი ზეთის მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 5. არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე მოწყობა და ოპერირება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 6. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვისა და ამ ობიექტის ოპერირების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 401 7. აზბესტის ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 8. მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. |