Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 10 საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყე. 1. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეს მიეკუთვნება: ა) კურორტის სანიტარიული დაცვის ზონაში მდებარე ტყე; ბ) სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური წყაროდან 1 კმ-ის რადიუსში მდებარე ტყის უბანი. შესაბამისი მანძილი წყალგამყოფით იზღუდება; გ) ქალაქის ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე, რომელსაც მოსახლეობა მასობრივი დასვენებისთვის, ტურისტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის იყენებს. 2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყის მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტყის საკურორტო-გამაჯანსაღებელი თვისებების, ლანდშაფტის, მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება. აკრძალულია ყველა ქმედება, რომლებმაც შეიძლება მათზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. |