FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  64

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრი.
1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების შესახებ მონაცემები აისახება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სესხის გამცემი. სესხის გამცემი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს:
    ა) თვეში ერთხელ (თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით) – რეესტრში ასახულ ინფორმაციას;
    ბ) სესხის ხელშეკრულების, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის, ასევე მათში განხორციელებული ცვლილებების ასლებს.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიან რეესტრს.
2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესსა და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. კარი IV.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი