FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  26

სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები.
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებია:
    ა) ინსპექტირება;
    ბ) მონიტორინგი;
    გ) ზედამხედველობა;
    დ) დოკუმენტური შემოწმება;
    ე) ნიმუშის აღება;
    ვ) აუდიტი.
2. სააგენტომ შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების დელეგირება მოახდინოს ერთ ან ერთზე მეტ მაკონტროლებელ ორგანოზე, თუ:
    ა) არსებობს იმ ამოცანების ზუსტი აღწერილობა, რომლებიც შესაძლებელია შეასრულოს მაკონტროლებელმა ორგანომ;
    ბ) მაკონტროლებელი ორგანო არის მიუკერძოებელი და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით.
3. მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  26

საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.     მუხლი 26-3. ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები 1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში:
    ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას;
    ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას;
    გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას;
    დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას.
2. ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად.
3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად. მონიტორინგი მოიცავს:
    ა) მავნე ორგანიზმის განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მისი გამოჩენის და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ;
    ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშების აღებას;
    გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და ტყის კვლევას მავნე ორგანიზმის გავრცელების არეალის განსაზღვრის, მისი მავნეობის დადგენის და მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს:
    ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირების და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურებით მავნე ორგანიზმის არსებობის შესახებ მონაცემების შეგროვების და მავნე ორგანიზმის რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება: ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და ტყეზე დაკვირვება; ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემების შეგროვება და გამოკითხვა; ა.გ) ნიმუშის აღება; ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება;
    ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.
5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.
6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის  კანონი  №1754  - ვებგვერდი, 28.12.2017წ.