FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  69

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები.
1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
    ა) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესი;
    ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების წესი;
    გ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დაცვის სტრატეგია;
    დ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი;
    ე) რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესი;
    ვ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესი;
    ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის შესახებ;
    თ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციისა და ტრენინგების მიმართ მოთხოვნები;
    ი) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სერტიფიცირების პროცედურები;
    კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესები;
    ლ) გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის მოთხოვნების განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტი;
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  69

მ) იმპორტირებული სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი;
    ნ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტი;
    ო) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტი;
    პ) მონიტორინგის განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტი;
    ჟ) ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი;
    რ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასურის ოდენობები.
2. მინისტრმა 2026 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის) ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესები“.
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

article  69

3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ახალი, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე ძალაში დარჩეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.