Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 16 ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სამინისტროს და სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები. 1. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სამინისტროს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის დამტკიცება; გ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. 2. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება; გ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება; დ) ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ე) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის შექმნა და მართვა; ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელება ამ ქარსაფარი ზოლის მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემამდე; |
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 16 თ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა; ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; კ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. |