Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 13 განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა. 1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო პრიორიტეტს ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; ბ) თუ მოთხოვნილია სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 38-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; გ) თუ მოთხოვნილია კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; დ) თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალის მოთხოვნის შესახებ, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა შეჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა. 2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ამ კანონის შესაბამისად. |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 13 3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი. 4. თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლებია, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. თუკი ამ ვადაში გადაიხდება განაცხადში მითითებული საქონლის კლასების წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისთვის საკმარისი თანხისა, აღნიშნული ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო კლასების შეურჩევლობის შემთხვევაში − პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური. |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 13 5. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის, ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს. |