Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 40 აეროდრომის, ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის რეგისტრაცია და აღრიცხვა. 1. სერტიფიცირებული აეროდრომების, სერტიფიცირებული ვერტოდრომებისა და რეგისტრირებული საფრენი მოედნების რეესტრს აწარმოებს სააგენტო. 2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციასა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის, სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის სერტიფიცირების, რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს სააგენტო. 4. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. |
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 40 მუხლი 41. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე 1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს სააგენტო შესაბამისი სერტიფიცირების პროცესში და ამის თაობაზე აცნობებს სათანადო მუნიციპალიტეტს. 2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 3. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში, აგრეთვე სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობის სიმაღლე და სხვა ობიექტის ექსპლუატაციის თავისებურებები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით. 4. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის შესაბამისი ნებართვა გაიცემა სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის − საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 5. ამ მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 6. აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის, სხვა ობიექტის მშენებლობის, აგრეთვე ექსპლუატაციისა და გამოყენების შეზღუდვის წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 40 მუხლი 42. შენობა-ნაგებობის ნიშანდება 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ობიექტის საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციის განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობებში. 3. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის ნიშანდებას და შესაბამისი ნიშნის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს ამ ობიექტის მფლობელი. 4. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აკრძალულია აეროდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას. 5. საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის ნიშანდების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებას იღებს საქართველოს მთავრობა. |