Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 57 წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა. 1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით. 3. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდება, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს წვევამდელი ეწოდება. 5. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე. 6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 8. პირი ვალდებულია: |
თავდაცვის კოდექსი article 57 ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 10. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |