Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ელექტრონული კომერციის შესახებ article 5 კომერციული შეტყობინება. 1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომერციული შეტყობინების, როგორც საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების ნაწილის, შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობა: ა) შესაძლებელი უნდა იყოს კომერციული შეტყობინების მკაფიოდ იდენტიფიცირება; ბ) შესაძლებელი უნდა იყოს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ცალსახად იდენტიფიცირება, რომლის სახელითაც იგზავნება კომერციული შეტყობინება; გ) ფასდაკლება, სპეციალური შეთავაზება ან/და საჩუქარი და ამ ფასდაკლებით, შეთავაზებით ან/და საჩუქრით სარგებლობისთვის დადგენილი პირობები (არსებობის შემთხვევაში) ადვილად ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა იყოს; დ) შესაძლებელი უნდა იყოს სარეკლამო გათამაშების ან შეჯიბრების მკაფიოდ იდენტიფიცირება, ხოლო მასში მონაწილეობისთვის დადგენილი პირობები ადვილად ხელმისაწვდომი და გასაგებად ახსნილი უნდა იყოს. 2. არასასურველ კომერციულ შეტყობინებაზე ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოქმედება. 3. თუ მომსახურების მიმწოდებლის იმ საქმიანობისთვის, რომელიც სცდება მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით ინფორმაციის მიწოდების უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები მას არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან. |