Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 82 გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება. 1. დაკანონებული გაზომვის საშუალება (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან/და ნიმუშის სახით იმპორტირებული გაზომვის საშუალებისა) საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას. 2. განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას. 3. დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპს ა მტკიცებს სააგენტო. 4. დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი აკრედიტებული პირი. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის ა და გაუქმების მექანიზმებს. 5. სააგენტო ვალდებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიაროს სხვა ქვეყანაში დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება (შესაბამისობის შეფასება). ასეთი ქვეყნების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა. 6. სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 82 7. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ის გაზომვის საშუალებები, რომელთა ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის დოკუმენტაციაში მითითებული დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პერიოდზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე- 80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდია. |