Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ article 3 მოსაკრებლების დაწესება და გადახდევინება. 1. საქართველოში მოსაკრებლების სტრუქტურას, ოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი. 2. მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები. 3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება. 31. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისთვის გადახდილი ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლისგან. დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისთვის გადახდილ ანაზღაურებაზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება, შემოღება და გადახდევინება. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებს აღმასრულებელი ორგანოების წარდგინებით შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები. |