Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 70 ინფორმაცია და კონსულტაცია. 1. სახელმწიფო ახორციელებს ყველა შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით − ბავშვისა და მისი ოჯახისთვის, ბავშვის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ბავშვს მისი განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით მიაწოდოს ინფორმაცია და რჩევა-დარიგებები ბავშვის უფლებების, ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაცვის საშუალებებისა და სხვათა უფლებების პატივისცემის შესახებ. 3. სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების სისტემებში და ალტერნატიული ზრუნვის ყველა მომსახურების მიწოდებისას ბავშვმა უნდა მიიღოს ინფორმაცია საკუთარი უფლებების, ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში არსებული კონფიდენციალური კონსულტაციის, მხარდაჭერისა და გასაჩივრების პროცედურებისა და მექანიზმების და სხვათა უფლებების პატივისცემის შესახებ. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 70 4. სისხლის, ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართლის საკითხებზე მართლმსაჯულების სისტემასთან ბავშვის პირველივე კონტაქტისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ბავშვს მიაწოდოს ინფორმაცია მართლმსაჯულების პროცესის, მასში ბავშვის მონაწილეობის, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ა) ბავშვის უფლებები და როლი სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესში; ბ) მხარდაჭერის მექანიზმები პროცესში მონაწილეობისთვის; გ) პროცესის შესაძლო შედეგები; დ) პროცესის ადგილი და თარიღი − როდესაც ბავშვი პროცესის უშუალო მონაწილეა; ე) გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმები; ვ) დამრღვევისგან ან სახელმწიფოსგან სასამართლოს მეშვეობით ან სხვა, ალტერნატიული გზით ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა; ზ) დამხმარე სერვისების (ჯანმრთელობის დაცვის სერვისი, ფსიქოსოციალური დახმარების სერვისი, თარჯიმნის მომსახურება და სხვა) ან სასწრაფო ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა. 5. ბავშვს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და კონსულტაცია უნდა გაეწიოს კულტურული მგრძნობიარობის გათვალისწინებით, მისი ასაკის, სქესისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, მისთვის გასაგები ენით ან/და კომუნიკაციის სხვა, დამხმარე საშუალებებით. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 70 6. საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ბავშვის, განსაკუთრებით − სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის, უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. |