Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 101 ფასიანი ქაღალდების ფორმა. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი. 1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ერთი და იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია საქართველოში გამოშვებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) რეგისტრირებული ფორმით, ფასიანი ქაღალდების რეესტრის მეშვეობით; ბ) დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში; გ) კანონით განსაზღვრული სხვა ფორმით. 2. ერთი და იმავე კლასის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დემატერიალიზებული გახდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესი, აგრეთვე განსაზღვროს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, შეზღუდვები და მოთხოვნები რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ფლობის მიმართ. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ნომინალური მფლობელი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან ამ წესების მიხედვით იმოქმედონ. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 101 4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ახალ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ან ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ემიტენტს წინა ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის შესრულებული უნდა ჰქონდეს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. 5. თუ ემიტენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების რეესტრს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოებს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა გადასცეს ემიტენტს, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს/ცენტრალურ დეპოზიტარს. 6. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი. 7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 101 მუხლი 11. პერიოდული ანგარიშები და ანგარიშგების წარმოების მოთხოვნები 1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში. 2. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ნახევარი წლის ანგარიში. 3. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისთვის. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი. 4. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში მზადდება და მისი აუდიტირება ხორციელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 5. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც ემიტენტი გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარადგენს და აქვეყნებს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს და უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ფინანსური წლის დამთავრებიდან 4 თვისა. 6. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვისთვის (30 ივნისის მდგომარეობით). იგი უნდა შეიცავდეს: ა) ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) შუალედურ მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი. 7. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიშის მომზადების, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 8. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე წარედგინება და ქვეყნდება. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს და გამოაქვეყნოს თავისი ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს მისი ნახევარი წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2 თვისა. 9. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. 10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ან ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი და გამოსაქვეყნებელი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის წარდგენილ და გამოქვეყნებულ ანგარიშში/დოკუმენტში ასახვის/ჩართვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ანგარიშის/დოკუმენტის შესწორება. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ანგარიშში/დოკუმენტში აისახოს/ჩართულ იქნეს უკვე გამოქვეყნებული ან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების სახით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ანგარიშში/დოკუმენტში ასახული/ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, დოკუმენტის გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად ხელმისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი. 12. ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის. 13. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 101 მუხლი 11-1. ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა შემოსავლების შესახებ 1. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასისა და სხვა შემოსავლების შესახებ. 2. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს ეკრძალება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება. 3. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებული არ არის, მის აქციონერს მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია შეტანილია ანგარიშვალდებული საწარმოს ბოლო წლიურ ანგარიშში ან ნახევარი წლის ანგარიშში, რომელიც აქციონერებისთვის ხელმისაწვდომია. |