Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 214 საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები. 1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 127-1 მუხლის 3-1 და 3-2 ნაწილებით (თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში), 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 130-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178-1 მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოების სახელით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ კონტროლიორ-რევიზორს, ბილეთის კონტროლიორს და საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის (ტროლეიბუსი, ტრამვაი) სხვა, საამისოდ უფლებამოსილ მუშაკებს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 214 3. ამ კოდექსის 118 -5 და 118 -6 მუხლებითა და 127 -1 მუხლის 2 -1 და 2 -2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.. |