Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 361 საჯარო აუდიტის ინსტიტუტი. 1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომ − ინსტიტუტი) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 2. ინსტიტუტის ფუნქციებია: საჯარო აუდიტის სწავლება, საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება (შემდგომ − სერტიფიცირება) და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, კვლევითი/ანალიტიკური, საექსპერტო, საკონსულტაციო და საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება. 3. ინსტიტუტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური აუდიტორი. 4. ინსტიტუტის დებულებას ამტკიცებს გენერალური აუდიტორი. 5. ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სუბსიდირების გზით. 6. ინსტიტუტის მომსახურების საფასურს, მისი გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ინსტიტუტი. |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 361 საჯარო აუდიტის ინსტიტუტი. . . 8. ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის ფუნქციების შესრულებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის განვითარებას. 9. ინსტიტუტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური . |