FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს ტყის კოდექსი

article  13

ტყის სტატუსის შეწყვეტა, ტყის სტატუსის დაბრუნება.
1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
3. სამინისტრო ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის:
    ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;
    ბ) „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება.
საქართველოს ტყის კოდექსი

article  13

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება.
5. დაინტერესებული პირი ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებას წარუდგენს, შესაბამისად, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა სამუშაოების არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე განხორციელების   შემთხვევისა. თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, დაინტერესებულმა პირმა ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ეტაპზე უნდა წარადგინოს.
საქართველოს ტყის კოდექსი

article  13

6. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს:
    ა) საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები;
    ბ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი, თუ მისი განხორციელება შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყის სტატუსის შეწყვეტას მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად;
საქართველოს ტყის კოდექსი

article  13

გ) საკურორტო და სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობა. მისი არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით შერჩეული ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება. ტყის სტატუსის ამ საფუძვლით შეწყვეტის პირობები და დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებები განისაზღვრება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულებით.
საქართველოს ტყის კოდექსი

article  13

8. სამინისტრო პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დასკვნას ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თუ საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, ეს დასკვნა მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ფარგლებში. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება, აღნიშნული დასკვნა მზადდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული დასკვნა მზადდება აგრეთვე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ტყის სტატუსის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს ტყის კოდექსი

article  13

9. ტერიტორიას, რომელსაც, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით ტყის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისი დაცული ტერიტორიის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.
10. ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც შეუწყდა ტერიტორიას ტყის სტატუსი.