Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 56 არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობა. 1. არასრულწლოვნის საქმის განხილვაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით სასამართლო: ა) უზრუნველყოფს, რომ საქმის სასამართლოში განხილვა არასრულწლოვნის აღქმისა და გაგების უნარების შესაბამისად მიმდინარეობდეს; ბ) სხდომებს შორის გონივრული ინტერვალით აცხადებს შესვენებას არასრულწლოვნის ასაკის, ჯანმრთელობის, განვითარების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. 2. დაუშვებელია არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა მის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომის გადადება საქმის გონივრულ ვადაში განხილვას შეუძლებელს გახდის. |