Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 133 რეგიონული სოლიდარობა. 1. შიდა ენერგეტიკულ ბაზრებზე მიწოდების უსაფრთხოების დაცვისა და რეგიონული და ორმხრივი სოლიდარობის ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ ენერგეტიკული გაერთიანების მხარეთა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც იწვევს ან რომლებმაც შესაძლოა მოკლე ვადაში გამოიწვიოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (როცა საფრთხე ექმნება ბუნებრივი გაზის მიწოდების საერთო მოცულობის 20%-ზე მეტს და ამ მდგომარეობის მართვა ეროვნულ დონეზე ნაკლებად შესაძლებელია) ფართომასშტაბიანი წყვეტა, რაც გავლენას ახდენს როგორც საქართველოზე, ისე ენერგეტიკული გაერთიანების სხვა მხარეზე. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 134-ე და 136-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; ბ) ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ კანონის 139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაციას; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 133 გ) ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლების იდენტიფიცირებას და საჭიროების შემთხვევაში განვითარებასა და განახლებას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ურთიერთდამაკავშირებლებში სიმძლავრის ორმხრივი გადადინების შესაძლებლობის შექმნას; დ) ურთიერთდახმარების პირობებსა და პრაქტიკულ ფორმებს. 3. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის თაობაზე. 4. ამ მუხლში მოცემული მიზნების უზრუნველსაყოფად სამინისტრო ასევე თანამშრომლობს სხვა მეზობელი ქვეყნების (რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიან) კომპეტენტურ ორგანოებთან შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე. |