FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საექიმო საქმიანობის შესახებ

article  15

დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება).
1. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმებია:
    ა) რეზიდენტურა;
    ბ) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება). 2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საბჭო. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
3. რეზიდენტურაში მზადება ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც საბჭოს მიერ სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო. რეზიდენტურაში მზადებას, საჭიროების შესაბამისად, აფინანსებს სახელმწიფო.
საექიმო საქმიანობის შესახებ

article  15

31. სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ერთობლივი ნორმატიული აქტით.
32. რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.
33. რეზიდენტურაში მზადების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება რეზიდენტურაში. 4. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რეზიდენტების მზადების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მონიტორინგს ახორციელებს  სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახური საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სარეზიდენტო პროგრამა შედგება მოდულებისაგან, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები. პროგრამაში აგრეთვე ასახულია მზადების ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფის საკითხები. სარეზიდენტო პროგრამის მოდულებად დაყოფას კოორდინაციას უწევს საბჭო.
საექიმო საქმიანობის შესახებ

article  15

6. რეზიდენტურაში მისაღებ პირთა რაოდენობას საექიმო სპეციალობების მიხედვით ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიურად განსაზღვრავს სამინისტრო. 7. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის გავლას ცალკეული მოდულებისა და მთლიანად პროგრამის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრის გარეშე. ამასთანავე, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მაქსიმალური ჯამური ვადა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ფინანსდება კერძო პირის მიერ მოძიებული სახსრებით.
საექიმო საქმიანობის შესახებ

article  15

8. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას ახორციელებს საბჭო. დიპლომისშემდგომმა სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აკრედიტაცია შეიძლება მიიღონ ცალკეული საექიმო სპეციალობების ერთი ან რამდენიმე მოდულის ფარგლებში.