Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ article 6 სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური. 1. მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა. 2. საფასური არის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. 3. სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ან/და ხელშეკრულებით. |