Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 44 ფრენის წესები. 1. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ − „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა) საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად, რომლებიც მოიცავს ფრენის გეგმას, სახელსაწყოო და ვიზუალური ფრენის წესებს, უპირატესი ფრენის უფლებებს და ფრენის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ფრენისათვის შეზღუდულ არეებში, ფრენისათვის სახიფათო არეებში და ფრენისათვის განკუთვნილ სხვა დროებით არეებში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების დაცვით. 3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენა, გამონაკლისის გარეშე, სრულდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნათა დაცვით. |