FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  35

წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე.
1. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე თავის დასაბუთებულ წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა ან საქართველოს მთავრობამ გამოხატა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას.
3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  35

წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე. .
5. წინადადება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნას.