Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ვაზისა და ღვინის შესახებ article 333 ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება. 1. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით. 2. ნებისმიერი კატეგორიის სპირტიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით. 21. ღვინისეული სასმლის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით. 3. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატი. 31. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ღვინისეული სასმლის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატი. 4. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 5. ამ მუხლის პირველი–3-1 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. |