Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 72 მულტიდისციპლინური მიდგომა. 1. ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლო პროცესი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე ბავშვის მონაწილეობით ან/და ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უნდა განხორციელდეს მულტიდისციპლინური მიდგომით, ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით. 2. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო მულტიდისციპლინურ მიდგომას ახორციელებენ ბავშვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების სპეციალისტებს, მოწვეულ ექსპერტებს ან/და ორგანიზაციებს შორის ფორმალური თანამშრომლობის პროცედურით. 3. დანაშაულის შედეგად დაზარალებული, დანაშაულის მოწმე და დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების მიმართ მულტიდისციპლინური მიდგომა ხორციელდება ერთ სივრცეში, სოციალური მუშაკების, სასამართლო ექსპერტების, სამედიცინო ექსპერტების, ფსიქოლოგების, პედიატრების, პოლიციელების, პროკურორებისა და ადვოკატების ერთობლივი მონაწილეობით, ამ ბავშვთა განმეორებითი გამოკითხვისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით. |