FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  156

საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა.
1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება.
2. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:
    ა) საბაჟო ორგანომ საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;
    ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა;
    გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.
3. თუ საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს:
    ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;
    ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 150 დღის გასვლის შემდეგ.
4. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.