Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 207 1. თუ იპოთეკის საგანს წარმოადგენს გემი, რომელიც უკვე გადაცემულია იპოთეკით და წარმოადგენს საგირავნო ვალდებულებათა უზრუნველყოფის საგანს, ძალაში რჩება წინა იპოთეკის მოგირავნის უფლებებიც. 2. მომდევნო მოგირავნის მოთხოვნები კმაყოფილდება გემის ღირებულებიდან წინა იპოთეკის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ. 3. მოგირავნეთა შორის უპირატესობის უფლება მოთხოვნათა შესრულებაზე კმაყოფილდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მათი რეგისტრაციის თარიღისა და საათის მიხედვით. 4. იპოთეკით დამგირავებელი ვალდებულია აცნობოს ყოველ მომდევნო იპოთეკით მოგირავნეს ყველა არსებული იპოთეკის, აგრეთვე იპოთეკის ხასიათისა და ვალდებულებათა უზრუნველყოფის ფორმირების შესახებ. იპოთეკით დამგირავებელი, ამ მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში, ვალდებულია ნებისმიერ მოგირავნეს აუნაზღაუროს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ზიანი. |