Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ლობისტური საქმიანობის შესახებ article 12 წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან შეხვედრის უფლება. 1. ლობისტს უფლება აქვს შეხვდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს მოქალაქეებთან შეხვედრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლობისტს უფლება აქვს დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით შეხვდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 3. ლობისტის მოთხოვნა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან შეხვედრის შესახებ, შეხვედრის თემისა და სასურველი დროის მითითებით, წარედგინება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატს, რომელიც დადგენილი წესით გადასცემს მას წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამის წევრს სამსახურის ადგილის მიხედვით. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ვალდებულია მიმართვის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი სამუშაო კვირის ვადაში აცნობოს ლობისტს წერილობითი პასუხი მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. |