Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 212 4. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამისი ფაქტის გამოვლენიდან ან მის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 კვირის ვადაში, ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 და მე-9–მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით შეისწავლის მისი ნამდვილობის საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. ამ დასკვნაში აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ცნობად მიღების მომენტიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება. 5. თუ პარლამენტმა ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 212 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება. 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, მისი დასმიდან არაუადრეს 2 დღისა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 212 2. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ პარლამენტმა ზემოაღნიშნული პროცედურით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 212 3. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ამ დასკვნის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში კენჭისყრა არ ჩატარდა და ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. თუ კენჭისყრა კვლავ არ ჩატარდა, ზემოაღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ითვლება. |