FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  27

სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა და ანგარიში.
1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებს და რაოდენობას.
3. სააგენტო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეიცავს:
    ა) განხორციელებული კონტროლის სახეებს, მისი განხორციელების მექანიზმებს და რაოდენობას;
    ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის რაოდენობას, დარღვევის ტიპის მითითებით;
    გ) გამოვლენილი შეუსაბამობის საპასუხოდ მიღებულ ზომებს. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.