FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  111

გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება.
1. „M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას, რაც გულისხმობს გზისპირა ზონაში ამ სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას; კერძოდ, მოწმდება შემდეგი საკითხები:
    ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა;
    ბ) მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება;
    გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;
    დ) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა;
    ე) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა;
    ვ) საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა;
    ზ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.
2. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  111

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევები სიმძიმის მიხედვით პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხისა და  მე-3 ხარისხის დარღვევებად იყოფა. ამ დარღვევების ამგვარი, ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.