FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1612

ცალკეული საქონლის მიწოდების დაბეგვრის სპეციალური სქემა.
1. მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება შესაძლებელია დღგ-ით დაიბეგროს დაბეგვრის სპეციალური სქემის (შემდგომ − სპეციალური სქემა) მიხედვით.
2. დასაბეგრი დილერის მოგების მარჟა არის სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის.
3. დასაბეგრი დილერის მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ფასი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოგების მარჟის გაანგარიშებისას, არის ამ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხისა და შესაბამისი დღგ-ის თანხის ჯამი.
4. საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება დასაბეგრი დილერის მიერ მიღებული მოგების მარჟის ოდენობის 1.18-ზე გაყოფის შედეგად.
5. დასაბეგრ დილერს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით.
6. დასაბეგრ პირს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მისთვის დასაბეგრი დილერის მიერ მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ საქონლის მიწოდება სპეციალური სქემით იბეგრება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  1612

7. დასაბეგრი დილერი ვალდებულია განახორციელოს საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სქემის გამოყენების შესახებ, სადაც მიეთითება ამ სქემის გამოყენების პერიოდი, რომელიც არ შეიძლება იყოს 24 თვეზე ნაკლები. აღნიშნული ვადა აითვლება საგადასახადო ორგანოში ამ ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის თვის დასაწყისიდან.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სქემის გამოყენების და ამ სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესს, აგრეთვე ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო და ანტიკვარული ნივთების სახეებს, რომელთა მიწოდება შესაძლებელია დაიბეგროს სპეციალური სქემის მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.