Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საპარლამენტო მდივნის შესახებ article 5 სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. 1. სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას ასრულებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. 2. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს კანონპროექტების მომზადების სფეროში სამინისტროს საქმიანობის დაგეგმვას და ყოველწლიურად უზრუნველყოფს შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის წარდგენას საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ; გ) აკონტროლებს სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტას; დ) საჭიროების შემთხვევაში აყენებს წინადადებებს ცალკეული კანონპროექტების მომზადების, განხილვის ან შეთანხმების მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ; ე) აკონტროლებს საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ პეტიციებზე, წერილებსა და განცხადებებზე რეაგირების მდგომარეობას. |