Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საექიმო საქმიანობის შესახებ article 14 ექიმის ფუნქციის შესრულება. 1. ექიმის ფუნქციის შესრულება არის იმ პირის საექიმო საქმიანობა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. 2. ექიმის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს: ა) უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს, მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არსებობს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის შესაბამისი კათედრა, კლინიკური მედიცინის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პედაგოგის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე; ბ) რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) უმცროს ექიმს. |
საექიმო საქმიანობის შესახებ article 14 3. პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში. 4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს არა აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა. 5. უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა. |
საექიმო საქმიანობის შესახებ article 14 6. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა. |