FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  71

დროებითი დაცვის მქონე პირის უფლებები. დროებითი დაცვის მქონე პირს უფლება აქვს:
    ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმის (სტატუსის), აგრეთვე აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
    ბ) მიიღოს დროებითი დაცვის მინიჭების თაობაზე ცნობა და დროებითი ბინადრობის მოწმობა მისთვის მინიჭებული დროებითი დაცვის მოქმედების ვადით;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს სამედიცინო მომსახურება;
    დ) ისარგებლოს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიღების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღების უფლებითა და სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით;
    ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
    ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისთვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
    ზ) უზრუნველყოფილი იყოს კვებითა და თავშესაფრით ან შესაბამისი ფულადი დახმარებით მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.